სოფელ გაჩიანში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჩიანში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მეგობარი იყო შეკრებილი, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუვარდა და მასთან მყოფ კაცს მოხვდა.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავი 2-ს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სოფელ გაჩიანში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. 4 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სოფელ-გაჩიანში-ახალგაზრდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi