დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და დაპირისპირება – პრეზიდენტი ოპოზიციას

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ივანიშვილისა და კობახიძის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციასაც მიმართა, დაასრულონ ერთმანეთის ლანძღვა, რაც საზოგადოებაში ნიჰილიზმს აღვივებს:

“მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას.  თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია. ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ, ან გითხრათ გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას  უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა.
ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა. ” აღნიშნა პრეზიდენტმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და დაპირისპირება – პრეზიდენტი ოპოზიციას. 6 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დაასრულეთ-ერთმანეთის-ლან/

  პატრიარქი: დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi