ინდოეთის შტატ მაჰარაშთრას დასავლეთით მომხდარ სარკინიგზო ინციდენტს, 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანული ტელეარხის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ერთ-ერთი მატარებლის მგზავრებმა ვაგონში ცეცხლის გაჩენის შიშით განგაშის სიგნალი ჩართეს, რამაც შემადგენლობის გაჩერება გამოიწვია.
გაჩერებული მატარებლიდან მგზავრებმა ჩამოსვლა დაიწყეს, რა დროსაც ისინი საპირისპირო მხრიდან მომავალმა სხვა მატარებელმა გადაუარა. ინციდენტის შედეგად ხუთი ადამიანია დაშავებული.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მთავრობამ რკინიგზის მოდერნიზაციისთვის 30 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამა გამოაცხადა, რომელიც რამდენიმე წელში უნდა განხორციელდეს, თუმცა სარკინიგზო ინციდენტები ქვეყანაში ხშირია. 2023 წელს ოდიშას შტატში სამი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები