ირლანდიამ განგაშის წითელი დონე შტორმ „ეოინის“ გამო ყველა საგრაფოში გამოაცხადა. ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს.
ირლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, „ეოინს“ ძლიერი და დამანგრეველი ძალა ექნება.
მოსალოდნელია, რომ შტორმი „ეოინი“ ჩრდილოეთ ინგლისისა და შოტლანდიის ნაწილსაც შეეხება. ქარიშხალს 60-70 კმ/სთ სიჩქარით პროგნოზირებენ, რომელიც დროდადრო 80-90 კმ/სთ-მდე გაძლიერდება.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ირლანდიაში შტორმ „ეოინის“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. 23 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ირლანდიაში-შტორმ-ეოინის/
