ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. კონფლიქტი, რომელსაც 39 წლის ბაჩო ბაშარულისა და 40 წლის ნიკა არჩვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაბადების დღეზე დაიწყო. როგორც მოკლული ნიკოლოზ არჩვაძის ახლობელი აცხადებს, არჩვაძე თბილისში სტუმრად იმყოფებოდა.
„თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში ცხოვრობდა. თბილისში სტუმრად იმყოფებოდა. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცით. ვიცი, რომ დაბადების დღეზე იყვნენ ერთად, მერე ნიკო დარჩა ბაჩოსთან სახლში. ამბობენ, დაბადების დღეზე მოხდა ჩხუბიო, გამთენიისას მისულა მკვლელი და მოუკლავს ორივე“, – აცხადებს მოკლულის ოჯახის ახლობელი.
ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ვარკეთილში ორი ადამიანის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. 6 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ვარკეთილში-ორი-ადამიანის/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T15:06:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
