პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსისრაელში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა

ისრაელში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა

თელ-ავივში, ნაჰალათ ბინიამინის ქუჩაზე, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა. როგორც BBC წერს, იხილოვის საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება 3 ადამიანი, რომელთაგანაც ერთის მდგომარეობა მძიმეა – მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.

ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, თავდამსხმელი მაროკოს მოქალაქე იყო. ამასთან, ჰქონდა ამერიკაში მუდმივი ბინადრობის უფლება.

მამაკაცი ისრაელში, ტურისტული ვიზით, 18 იანვარს შევიდა. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს.

  Powerball-ის ჯეკპოტი 620 მილიონ დოლარამდე გაიზარდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი