თბილისში, ქმარმა ცოლი მოკლა – რა დეტალები ხდება ცნობილი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ზემო ფონიჭალაში ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. კაცმა გაქცევა მოახერხა. მომხდარზე შსს განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში, ქმარმა ცოლი მოკლა – რა დეტალები ხდება ცნობილი. 25 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-ქმარმა-ცოლი-მოკ-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi