დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესს იწყებს.

„ოჰ, ეს დიდი ნაბიჯია“, – აღნიშნა ტრამპმა ხელმოწერისას.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა სხვა ქვეყნებთან შედარებით არასამართლიანი თანხა გადაიხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

„მათ ძალიან უნდოდათ ჩვენი დაბრუნება, ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე საუბრისას.

- Advertisement -
Ad imageAd image

ბრძანების ტექსტში აშშ-ის გამოსვლის მიზეზებად დასახელებულია, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „„კოვიდ-19“-ის პანდემიისა და ჯანდაცვის სხვა გლობალური კრიზისების არასწორი მართვა“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. 21 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დონალდ-ტრამპმა-ჯანდაცვის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi