სამშაბათი, იანვარი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიამინდიშეიძლება ყინვამ -18 გრადუს მიაღწიოს " - ამინდის პროგნოზი

შეიძლება ყინვამ -18 გრადუს მიაღწიოს ” – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელი დოდო გვაზავა გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში:

– დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში ნალექი შენარჩუნდება. მთაში თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოშიც და თბილისშიც დღესაც და 21 იანვრის დღის პირველ ნახევარშიც დასავლეთის მიმართულების ქარი შენარჩუნდება.

არქტიკული ჰაერის მასები 20-21 იანვარს მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება. დედაქალაქში დღესაც და 21 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე ქარი იქნება. შემდგომ, საღამოს საათებიდან ქარი ჩადგება და მთლიანად საქართველოს ტერიტორიას არქტიკული ცივი ჰაერი დაიკავებს, რასაც ღამის ტემპერატურების დაკლება მოჰყვება. ყინვებია მოსალოდნელი როგორც დაბლობში, ბარში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში. შესაძლებელია, დაბლობ რაიონებში მინიმალურმა ტემპერატურამ 0-დან -2 გრადუსამდე დაიკლოს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, დაახლოებით, 8-10 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი. სამცხე-ჯავახეთის მთიან რაიონებში -12, -14 გრადუსია მოსალოდნელი. ბაკურიანში, ახალქალაქში, ნინოწმინდის რეგიონში შესაძლებელია, ჰაერის მინიმალურმა ტემპერატურამ 21-23 იანვრის ღამის საათებში, დაახლოებით, -18 გრადუს ყინვას მიაღწიოს.

დედაქალაქში ნალექი შეწყდება, ქარიც ჩადგება, მაგრამ ცივი ჰაერის მასები ღამის ტემპერატურაზე გავლენას მოახდენს. მინიმალური ტემპერატურის -3 გრადუსამდე დაკლებაა მოსალოდნელი. 22-23 იანვარს დედაქალაქში შეიძლება, უფრო მეტად ღრუბლიანი ამინდი, ნისლი იყოს. კვირის ბოლომდე ყინვები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შერბილდება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები ლიხტენშტაინში

საუკეთესო აქტივობები ლიხტენშტაინში

20 January, 2025
ვივამედის რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ წიქორიძე – რა არის აორტის ანევრიზმა და რამდენი სახისაა იგი?

ვივამედის რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ წიქორიძე – რა არის აორტის ანევრიზმა და რამდენი სახისაა იგი?

იანვარი 21, 2025
3 ნათელი და საინტერესო ფერი საძინებლის დიზაინისთვის

3 ნათელი და საინტერესო ფერი საძინებლის დიზაინისთვის

იანვარი 20, 2025
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

იანვარი 20, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

იანვარი 20, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხიზილალა, უკვე გახსნილ ქილაში

როგორ შევინახოთ ხიზილალა, უკვე გახსნილ ქილაში

იანვარი 20, 2025
როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში

როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში

იანვარი 21, 2025
რა მჭირდება საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის: მთავარი მოთხოვნები და რჩევები

რა მჭირდება საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის: მთავარი მოთხოვნები და რჩევები

20 იანვარი 2025
მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

იანვარი 19, 2025
Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

იანვარი 19, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი