სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"resize":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

“დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ეს დღე შეგვახსენებს მრავალი ქართველის გმირობას და პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები – ეს არის მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გმირთა მოედანზე.

მთავრობის მეთაურმა, სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგედიას. ეს იყო ტრაგიკული მოვლენები, თუმცა, ამასთან ერთად, ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ მრავალი ქართველის გმირობას. ასევე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 27 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სოხუმის-დაცემის-32-წლისთავ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi