პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო "პოზიტივის" დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები –

საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი სტუმრების სასარგებლოდ 0:1 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0:0 მიმდინარეობდა, მეორე ნახევარში, მატჩის 48-ე წუთზე ალბანელებმა ანგარიში გახსნეს, გოლი საქართველოს ნაკრების კარში კრისტიან ასლანმა გაიტანა.

„ერთა ლიგის“ მეოთხე ტურის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

****

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვადაგასული აქვს, მას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქის პასპორტითაც შეეძლება.

 

როგორც მან განაცხადა, თუ მოქალაქე უბანზე პასპორტით გამოცხადდება, რეგისტრატორი ვერიფი-კაციის აპარატში მონაცემებს ხელით შეიყვანს, ნაცვლად დოკუმენტის წამკითხველში გატარებისა.

****

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით თბილისში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ეროვნული ფორუმი პირველად გაიმართა.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა, ისევე როგორც, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების განვითარება.

****

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“, პირველად, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაცია ეწვია. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასა და ურთიერთაღიარებას, უწყებებს შორის გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას, ასევე თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და გაცვლით პროგრამებს.

****

„ჩრდილოეთ კორეამ, დაახლოებით შუადღისას, გიონგუისა და დონჰაეს გზების ნაწილი სამხედრო სადემარკაციო ხაზის ჩრდილოეთით ააფეთქა“, – აცხადებენ გაერთიანებული შტაბის უფროსები. გაერთიანებული შტაბის უფროსებმა აღნიშნეს, რომ სათვალთვალო დაზვერვა და მზადყოფნა გააძლიერეს.

****

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სოფელ შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ მათ სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და დასახლებაში არსებულ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო სამედიცინო და ინფრასტრუქტურულ საკითხებს, განიხილეს ადგილობრივების საჭიროებებიც.

****

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ღვინის პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბრიტანელი იმპორტიორების და ჟურნალისტებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს.

თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე ბრიტანელი სტუმრები 10 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.

****

მცხეთობა – სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გუშინ სვეტიცხოველში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია ჩატარდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას,

წმინდა სიდონიასა და აბიათარის  ხსენებასაც აღნიშნავს.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

****

საქართველოში, გუშინ,  გამთენიისას, მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ თიანეთთან იყო, ბიძგების სიმძლავრემ კი 3,9 მაგნიტუდა შეადგინა.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი