ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„ურჩი მდგმურის“ ბინიდან გამოყვანა სასამართლოს გარეშე უნდა მოხდეს - რას ითვალისწინებს ახალი...

„ურჩი მდგმურის“ ბინიდან გამოყვანა სასამართლოს გარეშე უნდა მოხდეს – რას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა

საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე არ ასრულებს ქირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას, სასამართლოს გარეშე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა განახორციელოს უძრავი ქონებიდან პირის გამოყვანა.

როგორც „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ პარტია „მოქალაქეების“ იურისტმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, სასამართლო დავები წლები არ გაგრძელდება და ე.წ ურჩი მდგმურების პრობლემა 1-დან 3-თვემდე პერიოდში მოგვარდება.

„გვქონდა სამი ინიციატივა, ერთი შეეხებოდა 2015 წლამდე არსებული კანონმდებლობის აღდგენას საპოლიციო გამოსახლების, თუმცა მანდ შეიძლება მეტი დეტალი ყოფილიყო და არ შეხებოდა იპოთეკით დაზარალებულებს. მეორე ინიციატივა გვქონდა რომ სასამართლოში ცალკე ჯგუფი შემდგარიყო, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე დაიწყებდნენ მუშაობას. უმარტივესი დავაა, დაადგინო ადამიანი იხდის თუ არა ქირას, ამისთვის რა არის საჭირო 5 წელი ჩარიცხა თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

მესამე გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტრომ და საგაზაფხულო სესიაზე წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივის სახით. დღეს არსებული მდგომარეობით, სარჩელი შეგვაქვს პირველ ინსტანციაში, ასაჩივრებს მეორე მხარე აპელაციაში, უზენაესში და შემდეგ მივდივართ აღსრულების ეროვნულ ბიურომდე. ეს პირები მაინც აღსრულების ბიუროს უნდა გამოესახლებინა. საბოლოო ინსტანცია არის ის, რომ პირდაპირ აღსრულების ბიურომ განიხილოს და განახორციელოს ეს მოქმედებები, რომელსაც დღეს ახორციელებს სასამართლო. დაახლოებით 1-დან 3 თვემდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი ტიპის დავები“, – ამბობს რეხვიაშვილი.

მისი თქმით, ერთ-ერთი წინაპირობაა ის, რომ გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის უნდა დაიდოს ხელშეკრულება, სადაც მითითებული იქნება ქირავნობის ფასი და ქირავნობის ხელშეკრულება აუცილებლად უნდა გაფორმდეს საჯარო რეესტრში.

„უნდა არსებობდეს ხელშეკრულება დამქირავებელს და გამქირავებელს შორის და ხელშეკრულებაში უნდა ჩაიწეროს შესაბამისი მუხლი, სადაც იქნება შესაბამისი ჩანაწერი, რომ თუ პირი არ ასრულებს ფინანსურ ვალდებულებას რომელიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სასამართლოს გარეშე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა განახორციელოს უძრავი ქონებიდან პირის გამოყვანა. ორივე პირის თანხმობა უნდა არსებობდეს. აღნიშნული ქირავნობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს რეესტრში“, – განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

  How to Burn Calories with Pleasant Activities

გარდა ამისა, როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ჩანაწერის იმის თაობაზე, თუ რა ფორმით მოხდა გადახდა – ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორებით.

„ხელშეკრულებაში უნდა იყოს ჩანაწერი, როგორ ხდება თანხის გადახდა, არის ნაღდი ან უნაღდო. არის მითითება რომ ნაღდი, ან უნაღდო ანგარიშსწორებით. თუ მით უმეტეს რომ არის უნაღდო, ქვითრით ხდება დამოწმება, როდესაც ხდება ნაღდი ფულით გადახდა ამ შემთხვევაში დაცვის მექანიზმი არის რომ ხელწერილი შედგეს თანხის გადაცემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა. წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.