ძროხის ტანსაცმელში გამოწყობილმა ახალგაზრდა მამაკაცმა, სუპერმარკეტ “Walmart”-იდან 98 ლიტრამდე რძე მოიპარა და გამვლელებს დაურიგა. ინციდენტი ვირჯინიის შტატში, დასახლებულ პუნქტ ჰარისონვილში მოხდა.
ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ მოახერხა მამაკაცმა ასეთი რაოდენობის რძის მოპარვა და რატომ არ აღუძრა მაღაზიის პერსონალს მისმა გარეგნობამ ეჭვი. თვითმხილველები ყვებიან, რომ მამაკაცი ძალიან უცნაურად იქცეოდა, ის ნამდვილი ძროხის წაბაძვას ცდილობდა. მაღაზიიდან გასვლის შემდეგ, სანამ თვალს მიეფარებოდა, ქურდი ტროტუარზე დახტოდა.
მამაკაცი მალევე დააკავეს. ის 18 წლის თინეიჯერი აღმოჩნდა. დაკავების მომენტში მას ძროხის ფორმა არ ეცვა, “ნივთმტკიცება” ახალგაზრდის მანქანიდან ამოიღეს.
ის პატიმრობას გადაურჩა, მაგრამ რძის ქურდობის გამო სასამართლოში გამოცხადება მაინც მოუწევს.
მომზადებულია www2.insidenova.com-ის მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები