“ცაჰალი” ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. დარტყმებს ბოლო 24 საათში 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.
ისრაელმა იერიში მიიტანა რადიკალური დაჯგუფება “ჰუსიტების” ინფრასტრუქტურაზეც. აფეთქებები იყო იემენის პორტებსა და ელექტროსადგურზე.
სამხედრო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი. ისრაელ კაცის განცხადებით, იემენს თეირანის მსგავსად მოეპყრობიან. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებაზე სასაუბროდ შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპთან შესახვედრად გაემგზავრა.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). დარტყმებს ბოლო 24 საათში 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები – „ცაჰალი” ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. 7 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დარტყმებს-ბოლო-24-საათში-80-ზე/
