ქართველმა პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა, პარალიმპიადა გამარჯვებით დაიწყო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

პარიზის პარალიმპიადის მეოთხედფინალში იასპარეზა ქართველმა პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა (70 კგ, კატეგორია J2). მან ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ინა ქალდანი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანია.

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ხუთი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ქართველმა პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა, პარალიმპიადა გამარჯვებით დაიწყო. 6 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ქართველმა-პარაძიუდოისტმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi