ფემიციდი ფოთში – ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სოციალურ ქსელში - ფოთში კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინა

ფემიციდი ფოთში – ცოლის,  47 წლის ინგა ყა­ლი­ჩა­ვას მკვლელობაში ბრალდებულს, ზაზა კარბაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.  გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ გამოაცხადა.

როგორც ადგილიდან “პირველების” კორესპოდენტი იუწყება, ბრალდებულმა კაცმა სასამართლოზე დუმილი დაარღვია, ცოლის მკვლელობა აღიარა და დასჭინა, რომ “ჩადენილს ნანობს”.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს შუამდგომლობა არ დაუყენებია, რადგან ბრალდებულის მოთხოვნა იყო მის მიმართ პატიმრობა ყოფილიყო  გამოყენებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე [ინგა ყალიჩავა] მოკლა.

- Advertisement -
Ad imageAd image

პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ-ერთ ვერსიით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

წყარო: tvpirveli.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ფემიციდი ფოთში – ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია. 27 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ფემიციდი-ფოთში-ცოლის-მკვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi