„ორმოში იპოვეს, დაუძახეს მამას და მან ამოიცნო“ – თბილისში მოკლული გოგონას ვინაობა და ახალი დეტალები ცნობილია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მოკ­ლუ­ლია 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი. მას ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით ყე­ლის და ზურ­გის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

არსებული ინფორმაციით, გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მოკლულის ახლობელი აცხადებს, გოგონას სავარაუდოდ, გვიან ღამით დაურეკეს, რის შემდეგაც სახლიდან გავიდა. როგორც ოჯახის ახლობელი ჰყვება, ბებიის თქმით, ქეთი ჯავახიშვილი ღამე, 01:30 საათზე ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ის ბასრი საგნითაა მოკლული, თუმცა, ოჯახის ახლობლის თქმით, დადგენილი არ არის, აღნიშნული საგანი დანაა თუ არა.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სახლის წინ სახელოსნო აქვთ, პატარა ორმოსავითაა და იქ იპოვა სახელოსნოში მომუშავემ, მერე დაუძახა მამას და იმან ამოიცნო. დაკავებული არავინ ჰყავთ, ეძებენ, ჯერ არაფერი ვიცით. იპოვიან ალბათ, ვინ დაურეკა, ვინ მიწერა. ეს გოგონა აეროპორტთან ახლოს რაღაც დაწესებულებაში მუშაობდა“, – აცხადებს ახლობელი.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ორმოში იპოვეს, დაუძახეს მამას და მან ამოიცნო“ – თბილისში მოკლული გოგონას ვინაობა და ახალი დეტალები ცნობილია. 28 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ორმოში-იპოვეს-დაუძახეს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi