„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შედის. კანონპროექტი დღეს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განიხილეს.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, გარდამავალ პერიოდში ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დაადგინოს.
დღეს არსებული წესით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ტარიფი განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით დგინდება და თითოეული მომხმარებელი გაზის საფასურს ერთი ტარიფით იხდის, არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებელმა რა მოცულობის გაზი გამოიყენა.
„აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
სემეკი ახალ სატარიფო მოდელს, სავარაუდოდ, დეკემბერში დაადგენს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდება. 27 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საკანონმდებლო-ცვლილებებ/
