შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება9 აპრილი არის დღე, რომელიც იტევს დიდ მწუხარებასაც და დიდ სიხარულსაც, ჩვენ...

9 აპრილი არის დღე, რომელიც იტევს დიდ მწუხარებასაც და დიდ სიხარულსაც, ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ გვმართებს ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის – მეუფე შიო

9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მეუფე შიომ აღავლინა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მრევლს ქადაგებით მიმართა და 36 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა. სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები იმყოფებოდნენ.

“9 აპრილი არის დღე, რომელიც იტევს თავის თავში დიდ მწუხარებასაც და დიდ სიხარულსაც. 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა. ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას. მაგრამ გვმართებს ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის. ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილსა დაღუპულთა, მონათა და მხევალთა ღვთისათა ჩვენი ძმებისა და დების”, – განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა.

წყარო

#drpkhakadze

  90-იანი წლების თბილისელი პრინცები - ლევან აბაშიძის, გეგა კობახიძისა და დუდუ დადიანის უცნობი ამბები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი