9 აპრილი არის დღე, რომელიც იტევს დიდ მწუხარებასაც და დიდ სიხარულსაც, ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ გვმართებს ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის – მეუფე შიო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მეუფე შიომ აღავლინა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მრევლს ქადაგებით მიმართა და 36 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა. სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები იმყოფებოდნენ.

“9 აპრილი არის დღე, რომელიც იტევს თავის თავში დიდ მწუხარებასაც და დიდ სიხარულსაც. 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა. ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას. მაგრამ გვმართებს ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის. ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილსა დაღუპულთა, მონათა და მხევალთა ღვთისათა ჩვენი ძმებისა და დების”, – განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 9 აპრილი არის დღე, რომელიც იტევს დიდ მწუხარებასაც და დიდ სიხარულსაც, ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ გვმართებს ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის – მეუფე შიო. 9 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/9-აპრილი-არის-დღე-რომელიც-ი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi