ნუგზარ კვაშალი 72 წლისაა, მაგრამ ასაკს ვერც თავად გრძნობს და გარშემო მყოფებიც აღნიშნავენ, რომ ის შესანიშნავად გამოიყურება და ვოკალურადაც არაჩვეულებრივ ფორმაშია. ლეგენდარული „ივერიის“ წევრს, რომელიც მთელი ცხოვრება გუნდური მოთამაშე იყო, ყველაზე მეტად ახარებს ასეთი კომპლიმენტები და კარიერასთან დაკავშირებით, ფიქრობს, რომ სანანებელი არაფერი აქვს. 52-წლიანი „ივერიელობა“ მისთვის დიდი პატივია და მიიჩნევს, რომ მთელი ცხოვრება ორი ოჯახი ჰქონდა… fortuna.ge-ს ნუგზარ კვაშალი ცხოვრების საინტერესო მომენტებზე ესაუბრება.
ბატონო ნუგზარ, ამას წინათ ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე გნახეთ, სადაც ახალგაზრდებს ტოლს არ უდებდით და ძალიან დიდ ენერგიას ასხივებდით. საიდან მოდის ეს ენერგიულობა?
ენერგია, სხვათა შორის, მუსიკას აქვს თავად, შესაბამისად, მუსიკოსსაც მოჰყვება. თუ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ახალგაზრდებთან, თანამედროვე მუსიკასთან, ეს კიდევ უფრო მეტად აორმაგებს ენერგიულობას. ზოგჯერ მეშინია ხოლმე, როცა მეუბნებიან, ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებითო. ასაკიდან 5-6 წელს მაკლებენ და მიხარია… ვახტანგ ტატიშვილი 82 წლისაა და გვერდზე რომ დავუდგები ხოლმე, მიხარია, რომ თავადაც კარგად გამოიყურება და მეც… თუ დროის ცვლაზე ვისაუბრებთ, როკ ენ როლისა და ბლუზის დაკვრა თითქმის აღარ მიწევს, რადგან ბიჭები შემომეცალნენ, ახალგაზრდებთან თუ ვიმუშავებ… ვცდილობ, რომ მუსიკის ენერგიას გავყვე და თავი ვიგრძნო ისევ ახალგაზრდად, ისევ ისე იმღერო ის სიმღერები, რომელთაც ადრე ვასრულებდი. თუ კარგად გამოგდის, ეს გამართლებულია. ზოგი მეკითხება, წონის დაკლება არ გინდაო? ვპასუხობ, წონის კი არა, წლოვანების დაკლება მინდა-მეთქი… ნახეთ სრულად