„51 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ… დღეს მოდაშია შვიდი ცოლი და 12 შვილი სხვადასხვა ცოლისგან, მე ასეთი რამ არ შემეძლო…“ – ნუგზარ კვაშალი

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ნუგზარ კვაშალი 72 წლისაა, მაგრამ ასაკს ვერც თავად გრძნობს და გარშემო მყოფებიც აღნიშნავენ, რომ ის შესანიშნავად გამოიყურება და ვოკალურადაც არაჩვეულებრივ ფორმაშია. ლეგენდარული „ივერიის“ წევრს, რომელიც მთელი ცხოვრება გუნდური მოთამაშე იყო, ყველაზე მეტად ახარებს ასეთი კომპლიმენტები და კარიერასთან დაკავშირებით, ფიქრობს, რომ სანანებელი არაფერი აქვს. 52-წლიანი „ივერიელობა“ მისთვის დიდი პატივია და მიიჩნევს, რომ მთელი ცხოვრება ორი ოჯახი ჰქონდა… fortuna.ge-ს ნუგზარ კვაშალი ცხოვრების საინტერესო მომენტებზე ესაუბრება.

ბატონო ნუგზარ, ამას წინათ ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე გნახეთ, სადაც ახალგაზრდებს ტოლს არ უდებდით და ძალიან დიდ ენერგიას ასხივებდით. საიდან მოდის ეს ენერგიულობა?

ენერგია, სხვათა შორის, მუსიკას აქვს თავად, შესაბამისად, მუსიკოსსაც მოჰყვება. თუ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ახალგაზრდებთან, თანამედროვე მუსიკასთან, ეს კიდევ უფრო მეტად აორმაგებს ენერგიულობას. ზოგჯერ მეშინია ხოლმე, როცა მეუბნებიან, ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებითო. ასაკიდან 5-6 წელს მაკლებენ და მიხარია… ვახტანგ ტატიშვილი 82 წლისაა და გვერდზე რომ დავუდგები ხოლმე, მიხარია, რომ თავადაც კარგად გამოიყურება და მეც… თუ დროის ცვლაზე ვისაუბრებთ, როკ ენ როლისა და ბლუზის დაკვრა თითქმის აღარ მიწევს, რადგან ბიჭები შემომეცალნენ, ახალგაზრდებთან თუ ვიმუშავებ… ვცდილობ, რომ მუსიკის ენერგიას გავყვე და თავი ვიგრძნო ისევ ახალგაზრდად, ისევ ისე იმღერო ის სიმღერები, რომელთაც ადრე ვასრულებდი. თუ კარგად გამოგდის, ეს გამართლებულია. ზოგი მეკითხება, წონის დაკლება არ გინდაო? ვპასუხობ, წონის კი არა, წლოვანების დაკლება მინდა-მეთქი… ნახეთ სრულად

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „51 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ… დღეს მოდაშია შვიდი ცოლი და 12 შვილი სხვადასხვა ცოლისგან, მე ასეთი რამ არ შემეძლო…“ – ნუგზარ კვაშალი. 6 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/51-წელია-მე-და-ჩემი-მეუღლე-ე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T16:51:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi