ცნობილი ქართველი ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გასული ეპიზოდის ერთ-ერთი სტუმარი იყო.
ბექა გოჩიაშვილმა ისაუბრა მუსიკაზე, მამის როლზე მის კარიერაში, მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებსა და მეუღლეზე.
კითხვაზე, ვის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება, ბექა გოჩიაშვილმა აღნიშნა:
„რამდენიმე რაღაც და ვიღაც არსებობს ჩემს ცხოვრებაში, რის და ვის გარეშეც არ შემიძლია – არ შემიძლია ჩემი თავის რწმენის გარეშე, თუ საკუთარი თავის რწმენა არ გაქვს, ვერავის სიყვარულს ვერ ენდობი.
ძალიან ბევრჯერ მიფიქრია და ანასთვისაც მითქვამს: შენს გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია-მეთქი, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია.
ვერ წარმომიდგენია იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც გვიყვარს – დედა, მამა.
ჩემს ცხოვრებაში მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ღმერთი, ანუ სიყვარული. დღეს და უკვე მეათე წელია, ჩემს ცხოვრებაში სიყვარული არის ანა“, – აღნიშნა ბექა გოჩიაშვილმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „ჩემს ცხოვრებაში მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ღმერთი, ანუ სიყვარული – ჩემს ცხოვრებაში სიყვარული არის ანა“ – ბექა გოჩიაშვილი მეუღლეზე. 6 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩემს-ცხოვრებაში-მთავარი-2/

