ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე – 500 ლარი, მეორეზე – 600 ლარი, მესამეზე – 700 ლარი, მეოთხეზე – 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის თანხას დამატებით 300 ლარი ემატება.
რაც შეეხება ამბროლაურს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალშობილის ოჯახს ერთი ბავშვის შეძენის შემთხვევაში ერთჯერადად 500 ლარი ეძლევა, ტყუპების შეძენისას კი – 2 000 ლარი.
ცალკე პროგრამა მოქმედებს ახალდაქორწინებული პირებისთვისაც – დახმარება 1 000 ლარს შეადგენს. პროგრამით სარგებლობისთვის კონკრეტული სოციალური და სარეგისტრაციო პირობებია დადგენილი.
კერძოდ, ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 ( ათასი) ლარის ოდენობით, გაიცემა ახალდაქორწინებულ პირზე, რომელიც ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001 – ს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). 500, 700 და 800 ლარი ოჯახებს – ცნობილია ვინ მიიღებს ერთჯერად დახმარებას. 1 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/500-700-და-800-ლარი-ოჯახებს-ცნობილი/
