8-თვის ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს. წვევამდელები, საბრძოლო მომზადების პირველ 8-კვირიან ეტაპზე სპეციალურ მომზადებას გაივლიან: შეისწავლიან სხვადასხვა სამხედრო დისციპლინას და გაეცნობიან ჯარისკაცის მოვალეობებს. კურსის დასრულების შემდეგ, სამხედრო ფიცს დადებენ და ტერიტორიული პრინციპით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში შესვლის პირველივე დღეს წვევამდელებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ და აღჭურვილობის მიღების შემდეგ ყაზარმებში განთავსდნენ.

კითხვის გაგრძელება…

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 8-თვის ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს. 22 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საბრძოლო-მომზადების-კურს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi