ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში გულახდილ და ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს, სადაც ოჯახურ სითბოსა და იმ წვრილმანებზე საუბრობს, რაც მას ყოველდღიურად ბედნიერებას ანიჭებს.
ბლოგერის თქმით, დილის „სახლის ხმები“ – დედის მოფერება, სამზარეულოდან მოსული საუზმის სუნი თუ ბებიის საყვარელი სერიალები – ის უდიდესი დასაყრდენია, რაც ყოველდღიური სირთულეების გადალახვაში ეხმარება და ცხოვრებას აზრს სძენს:
„დილით სახლის ხმები მაღვიძებს .
სახლის ხმები როგორია იცით ?
ფეხის ხმა რომ გესმის და იცი დედამ
ჩაიარა , ბებიამ თუ ძმამ .
სამზარეულოდან ხმები რომ მოდის და
დარწმუნებული ხარ გემრიელ საუზმეს გიმზადებენ .
კარების ხმით რომ ხვდები , ვინ გამოვიდა ოთახიდან .
ონკანის ხმა რომ გესმის და ზუსტად იცი ვინაა სააბაზანოში ))
ტელევიზორი რომ ხმაურობს და
ხვდები “ ბებიე თურქულ სერიალებს უყურებს “
დილები – დაჩის ღუღუნით დაწყებული . ოთახში დედა რომ შემოდის და ფრთხილად მეფერება .
ყურში ჩამჩურჩულებს გივიკონა მიყვარხარ .
ხო ესაა სახლის ხმები და უკვე მერამდენე წელია მაღვიძებს .
მერე ვახელ თვალს , ვხვდები რომ ჭერი
ჩემი სახლის თავის ბინადრებთან ერთად , ყველაზე დიდი ბედნიერებაა .
ალბათ ყველა თქვენგანი თქვენს ცნობიერებაში აყალიბებთ თქვენი ბედნიერებისთვის დამახასიათებელ გარემოებებს , ამიტომაც ბედნიერებას ყველა ისე აღვიქვამთ როგორი წარმოსახვის უნარიც გვაქვს .
ჩემი ბედნიერება კი ასეთ წვრილმანებშია .
მიუხედავად ყველაფრისა , ყოველდღიური სირთულეებისა ,
როცა ვიღაც ან რაღაც გაძლიერებს , ყოველ დილას – დღეს გილამაზებს და გრძნობ რომ ბედნიერი ხარ“,-წერს გივიკო დიდია.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „სახლის ხმები, რომლებიც მერამდენე წელია მაღვიძებს… სახლის ხმები როგორია იცით?“-გივიკო დიდია. 1 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სახლის-ხმები-რომლებიც-მ/
