სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიორსულობაში D ვიტამინი შეიძლება ბავშვის კოგნიტიურ უნარებს აძლიერებდეს - კვლევა

ორსულობაში D ვიტამინი შეიძლება ბავშვის კოგნიტიურ უნარებს აძლიერებდეს – კვლევა

ახალმა ნაშრომმა აჩვენა, რომ ორსულობისას D ვიტამინის შედარებით მაღალი დონეები შეიძლება, ბავშვების უკეთეს გონებრივ შესაძლებლობებთან იყოს დაკავშირებული. კვლევაზე ბავშვთა ჯანმრთელობაზე გარემოს გავლენის (ECHO) კოჰორტა მუშაობდა.

მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ბავშვები, რომელთა დედებსაც ორსულობისას D ვიტამინის უფრო მაღალი დონე ჰქონდათ, სხვებზე მაღალ ქულებს იღებდნენ პრობლემის გადაჭრისა და ახალი ინფორმაციის დამუშავების უნარების ტესტებში. საინტერესოა, რომ კავშირი არ გამოვლინდა D ვიტამინის დონესა და იმ უნარებს შორის, რომლებიც დაგროვილ ცოდნას ემყარება (ასეთია, მაგალითად, ლექსიკა).

ორსულობის დროს D ვიტამინის უფრო მაღალ დონეს განსაკუთრებით დადებითი გავლენა ჰქონდა შავკანიანი ბავშვების ტვინის განვითარებაზე. შავკანიანებს D ვიტამინის ნაკლებობა ხშირად აქვთ, რადგან მუქი კანის ქონა მზისგან ვიტამინის მიღებას ართულებს.

“ჩვენი კვლევა მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა იმისა, რომ ადრეული ორსულობა შეიძლება კრიტიკული პერიოდი იყოს, როცა D ვიტამინს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს კოგნიტიური განვითარების ხელშესაწყობად”, — აცხადებს დელავერის უნივერსიტეტის მეცნიერი მელისა მელოუ — “ეს ხაზს უსვამს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომ კლინიცისტებმა D ვიტამინის დონე უკეთ შეამოწმონ. გარდა ამისა, ქალებს ორსულობამდე და ორსულობის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში ვიტამინი დაუნიშნონ”.

D ვიტამინის დეფიციტი ორსულებში ხშირია და ნაყოფის ტვინის ადრეულ განვითარებასთანაა დაკავშირებული. ჯერ ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული იმასთან დაკავშირებით, მისი ეფექტი მხოლოდ ბავშვობაში გრძელდება თუ ზრდასრულობაშიც. გარდა ამისა, არ ვიცით, განსხვავებულია თუ არა სიტუაცია რასობრივ ჯგუფებს შორის.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ თავიანთი მიგნებები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ორსულობის პერიოდში D ვიტამინს მნიშვნელოვანი როლი აქვს. მიუხედავად ამისა, დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, რა დოზაა საჭირო კოგნიტიური განვითარების ხელშესაწყობად და რომელ პერიოდში იქნება მისი მიღება ყველაზე ოპტიმალური.

კვლევა გამოცემაში The American Journal of Clinical Nutrition გამოქვეყნდა.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  სიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.