პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა3 მილიონ 914 ათასი ადამიანი - საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი...

3 მილიონ 914 ათასი ადამიანი – საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები ცნობილია

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები ცნობილია. საქსტატის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%) – კაცი.

„მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 ათასი კაცი (62%) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 ათასი კაცი (38%) – სოფლად. რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, ქ. თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66%), რაც განპირობებულია ქ. ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20%), კახეთის (21%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24%) რეგიონებში”, – ვკითხულობთ საქსტატის ინფორმაციაში.

ამავე მონაცემების მიხედვით, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34% პროცენტი. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9% და 11.2%.

  დასახლებული პუნქტების 20% სტიქიურად მაღალი რისკის ზონაშია - რა წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი