„თუ ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს, პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურებაა, რასაც განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოჯორში, ჯარის ბანაკის გახსნაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯარის ბანაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდებს, ჯართან ურთიერთობით, შესაძლებლობა აქვთ ემოციებით ეზიარონ ყველაფერს, რასთანაც ქვეყნის თვითმყოფადობა და იდენტობაა დაკავშირებული.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ჯართან ურთიერთობით, თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა, ემოციებით ეზიაროთ იმ ყველაფერს, რასთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა და იდენტობა. ჩვენი ჯარი არის ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი. 23 საუკუნის წინ დაფუძნდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და იქიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნისა და ქართული ჯარის ისტორია არის ერთმანეთისგან განუყოფელი. ყოველ ჯერზე, როდესაც ეს სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, პირველი, სწორედ, ქართველი ჯარისკაცი იდგა ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და ჩვენი დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ეს გრძელდება უკანასკნელი წლების განმავლობაშიც, მას შემდეგ, რაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
ამ 35 წლის განმავლობაში, ქართულ ჯარს გადახდა სამი ომი. ეს იყო უთანასწორო ომები, თუმცა სამივე ჯერზე ქართულმა ჯარმა და ქართველმა ჯარისკაცმა აჩვენა გმირობის უმაღლესი მაგალითი. თუ ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურებაა. ჩვენ ამას განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. ქართული საზოგადოება ამას აფასებს და ყველა კვლევით დასტურდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ქართული ჯარი არის პირველ ადგილზე საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით. ეს არის ის ნდობა, რომელიც ქართულმა ჯარმა დაიმსახურა ამ მრავალსაუკუნოვანი და ბოლო წლების განმავლობაში უკვე მრავალწლიანი მოღვაწეობით, თავისი გმირობით, ჯარისკაცების გმირობით და ეს არის ის, რასაც განსაკუთრებით უნდა ვცეთ პატივი და გავუფრთხილდეთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ჯართან ურთიერთობით, თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა, ემოციებით ეზიაროთ იმ ყველაფერს, რასთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა და იდენტობა“-ირაკლი კობახიძე. 25 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-არის-ძალიან-მნიშვნელ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T21:46:47+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
