პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება29 მაისი, ამაღლების დღესასწაული - რა უნდა იცოდეთ ამაღლების დღესასწაულზე და რა...

29 მაისი, ამაღლების დღესასწაული – რა უნდა იცოდეთ ამაღლების დღესასწაულზე და რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ ამ დღეს?

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო 29 მაისს ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მობს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა აღ­სრულ­დე­ბა.

ამაღლება — ეს გახლავთ ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან. ამაღლება, აღდგომიდან მეორმოცე, ქრისტეს ზეცად ამაღლების დღეა. წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, ქრის­ტე თა­ვის მო­წა­ფე­ებს აღ­დგო­მი­დან 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეცხა­დე­ბო­და და სა­სუ­ფევ­ლის შე­სა­ხებ მო­უ­თხრობ­და.

საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.

ამაღლებისას ძე ღვთისამ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად აამაღლა და საღმრთო დიდებას აზიარა. იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს, იგი მიწისთვისაც კი უღირსი – ზეცაში დამკვიდრდა. კაცთა ბუნება, რომლისაგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავნდნენ, თვით ქერუბინებზე აღმატებული გახდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება. ამაღლებით რეალურად განცხადდა ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა“ (ფს. 46, 5); ამაღლების შემდგომ, პავლე მოციქულის თქმით, „ჩუენი მოქალაქეობაი ცათა შინ არს“ (ფილ. 3, 20).

სწორედ ამაღლება იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ხოლო მისი მეორედ მოსვლა კაცობრიობის მიწიერი მყოფობის დასასრული იქნება. ამაღლებას ზნეობრივი მნიშნვნელობაც გააჩნია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ზეცასაც ვეკუთვნით, რომ ჩვენ ვეკუთვნით დროსაც და მარადისობასაც, მატერიასაც და სულსაც და მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველივე მიწიერზე და მდაბალზე.

  საიმიგრაციო ვიზისა და მწვანე ბარათის შესახებ, ამერიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.

აღ­დგო­მი­დან მე-40 დღეს მო­წა­ფე­ე­ბი გა­ლი­ლე­ი­დან იე­რუ­სა­ლიმ­ში ერთ სახ­ლში შე­იკ­რიბ­ნენ, სა­დაც მათ მა­ცხო­ვა­რი გა­მო­ე­ცხა­დათ. იე­სომ შეკ­რე­ბილთ აღუთ­ქვა, რომ მალე მო­უვ­ლენ­და სუ­ლიწ­მინ­დას და უბ­რძა­ნა, იე­რუ­სა­ლი­მი­დან არ წა­სუ­ლიყ­ვნენ.

ქრის­ტემ შემ­დეგ ისი­ნი ბე­თა­ნი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იყ­ვა­ნა და ელე­ო­ნის მთა­ზე ამაღ­ლდა. მა­ნამ­დე უფალ­მა შეკ­რე­ბილ­ნი აკურ­თხა. ვიდ­რე მო­წა­ფე­ე­ბი ცას შეჰ­ყუ­რებ­დნენ, თეთ­რად მო­სი­ლი ორი კაცი ეჩ­ვე­ნათ. მათ შეკ­რე­ბი­ლებს უთხრეს, რომ ასე­ვე იხი­ლავ­დნენ ზე­ცი­დან მო­მა­ვალ უფალს ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“.

აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად. ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის. სარწმუნოების სიმბოლოში, მრწამსში, ვკითხულობთ: „და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა“.

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! 

ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა

კონდაკი: ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

კონდაკი: სრულ-ჰყავ რა ცხოვრებაი ჩუენი და ზეცისათა შეაერთე ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არა სადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი