პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსს21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობაში ბრალდებული, 2006 წელს დაბადებული პირი (ლ.გ).

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა გიორგი ახალაია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა 18 წლის ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ფონიჭალაში 2 ადამიანი დაჭრეს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი