21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობაში ბრალდებული, 2006 წელს დაბადებული პირი (ლ.გ).

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა გიორგი ახალაია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა 18 წლის ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. 17 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/21-წლის-გიორგი-ახალაიას-მკვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi