აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება იზრდება:
“აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზრდის ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. 2026 წლიდან, ტყუპისცალზე გასაცემი თანხა 2 000 ლარამდე, ხოლო პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარამდე გაიზრდება.
შესაბამისად, ორი ტყუპის შემთხვევაში (ორი ბავშვი) 4000 ლარი გაიცემა, სამი ბავშვის (ტყუპის) შემთხვევაში – 6000 ლარი.
ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილია და მიზნად ისახავს, შობადობის ხელშეწყობას, მშობლების ფინანსურ მხარდაჭერას და ბავშვების აღზრდის პირობების გაუმჯობესებას.
2025 წელს, პროგრამით ისარგებლა 43-მა ოჯახმა, დაიბადა 87 ბავშვი, მათ შორის ერთ ოჯახში 3 ტყუპი”.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


