შეიძლება ბევრმა არ იცოდე – ჩიყვით დაავადებულმა წელიწადში 10 კგ-მდე ნაყოფი უნდა მიირთვას წამალთან ერთად, რომ მისი ავადმყოფობა მკურნალობას ადვილად დაემორჩილოს

ავტორი
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ფეიხოა სამხრეთამერიკული მარადმწვანე ბუჩქი ან 5 მეტრამდე სიმაღლის ხეა, რომლის მომჟავო-ტკბილი, ანანასის სურნელის მქონე გემრიელი ნაყოფი ბევრს გაუსინჯავს, მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცნობს ამ მცენარის მორფოლოგიასა და ნაყოფის ქიმიურ შემცველობას, რომლითაც იგი დიდ ყურადღებას იმსახურებს.
მცენარეს ფოთლები ტყავისებრი აქვს, ელიფსური ფორმის, გარედან მუქი მწვა­ნე, შიდა მხრიდან ქეჩისებრი შებუ­სვის გამო მოთეთროა. თეთრი ყვავილები შიგნით ვარდისფერია. ნა­ყოფი ვისაც უგემია, მისი ფორმაც ეხსომება და ფერიც. მაგრამ ის, რომ ფეიხო­ას ნაყო­ფი 0,6% წყალში ხსნად იოდს შეიცავს, რომლის დეფიციტსაც საქარ­ველოს მოსახლეობა დღეს მკვეთრად განიცდის, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. ჩიყვით დაავადებულმა წელიწადში 10 კგ-მდე ნაყოფი უნდა მიირთვას წამალთან ერთად, რომ მისი ავადმყოფობა მკურნალობას ადვილად დაემორჩილოს. პროფილაქტიკისთვის მისი მი­­­ღება ყველას­თვის სასურველია. ფეიხოას ნა­­­ყო­­­ფი­­საგან ხარშავენ მურაბას, აკეთებენ ჟელეს, კომპოტს, სხვადასხვა ნაყენს. ცოცხალი ვი­ტამინების (C, D) და იოდის მარაგის შესანარჩუ­ნებლად ყველაზე ეფექტიანია შაქარში დაკონსერვებული (1 წილი ფეიხოა, 1 წილი შაქარი) გა­ხეხილი ნა­ყო­ფი (სხვათა შორის, ზემოხსე­ნებული წყალში ხსნადი იოდი მეტად სა­ყურადღებოა, რადგან მცენარე შეიძლება შეიცავდეს იოდს, მაგ­რამ წყალში უხსნადობის გამო იგი ორგანიზ­მმა ვერ შეითვისოს).
ფეიხოა ძირითადად ხარობს დასავლეთ სა­ქართველოში, მთელი კოლხეთის დაბ­ლობზე, განსაკუთრებით ზღვის სანაპი­რო ზოლში. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ოთახის კულტურა ულამაზესია, ყვავილობს და ნაყოფსაც იძლევა.
ფეიხოა მრავლდება თესლით, გადაწვენით, ამონაყარებითა და კალმებით. ყველაზე ხელმისაწვდომია მისი გამრავლება ამონაყარებით, განსაკუთრებით, მცირე ფართობზე. თუ პლან­ტაციის გაშენებას მოისურვებთ, რა თქმა უნდა, კალმების დაფესვიანება ჯობია. ამ მიზნით ჭრიან 8-10 სმ სიგრძის კალმებს კენწერულ და შუა წელის ნაწილში, ამუშავებენ „ბიორა­გით“ (იყიდება მემამულეთა კავშირის მაღაზიაში) და რგავენ ყუთებში ნოემბერ-დეკემბერში. ფეიხოას მყნობითაც ამრავლებენ.
ორწლიან ნერგებს მარტ-აპრილში რგავენ მუდმივ ადგილზე. მცენარეთა შორის მანძილი 3-4მ-ია, რიგთაშორისებში 3-5მ. უმჯობესია 30-40სმ შტამბის გამოყვანა, ამით მცენარის მოვლაც ადვილია და მოსავალსაც მეტს იძლევა.
არავითარ განსაკუთრებულ მოვლას ფე­იხოა არ საჭიროებს. ნაყოფი მომწიფების­თა­ნავე ძირს ცვივა. ნაყოფის ცივ ადგილას მო­თავსება ძალიან აგემრიელებს მას.
ფეიხოასათვის საუკეთესო ტემპერატურაა 16-21 გრადუსი. მცენარე დაუზიანებ­ლად უძლებს 11ºჩ-მდე ყინვას, უფრო დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ეყინება ფოთლები და ნაწილობ­რივ სცვივა, რის შემდეგაც მომავალი წლის ნაყოფს აღარ უნდა ველოდოთ. სინათლისადმი დიდ მოთხოვნილებას არ ავლენს, არც მაინცდამაინც რწყვას საჭიროებს, თუმცა გვალვის დროს მორწყვა აუცილებელია. კარგად ხარობს ღრმა, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგზე. ვერ იტანს, ან ცუდად ეგუება კარბონატულ ნიადაგს.

გრე­იპ­ფრუტის წვენი აუმ­­ჯო­ბესებს საჭმლისმომნელებელი სის­ტემის მოქმედებას, ხელს უწყობს ღვიძ­ლის მუ­შაობას, „წვავს“ ცხი­მებს და, შე­სა­ბამისად, წონაშიც თავისთავად იკლებენ

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). შეიძლება ბევრმა არ იცოდე – ჩიყვით დაავადებულმა წელიწადში 10 კგ-მდე ნაყოფი უნდა მიირთვას წამალთან ერთად, რომ მისი ავადმყოფობა მკურნალობას ადვილად დაემორჩილოს. 16 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შეიძლება-ბევრმა-არ-იცოდე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T22:58:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi