პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება2025 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია

2025 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია

2025 წლის საგამოცდო პროცესი  3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.  22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან  ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას  21 და 22 ივლისს  ჩააბარებენ.
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.  გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.

გთავაზობთ 2025 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს:

ქართული ენა და ლიტერატურა
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

ოსური ენა
3 ივლისი (პირველი სესია);

უცხოური ენა
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
7 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
7 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა;
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
8 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;

ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)
9 ივლისი (მეორე სესია);

ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)
9 ივლისი (მეორე სესია);

ისტორია
10 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
11 ივლისი (პირველი სესია);

ქიმია
11 ივლისი (მეორე სესია);

მათემატიკა
14 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

გეოგრაფია
15 ივლისი (მეორე სესია);

სამოქალაქო განათლება
16 ივლისი (პირველი სესია);

ბიოლოგია
17 ივლისი (მეორე სესია);

ლიტერატურა
18 ივლისი (პირველი სესია);

ფიზიკა
21 ივლისი (პირველი სესია);

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება22 ივლისი (პირველი სესია).

2025 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სულ მალე დაიწყებს შესაბამისი ინვენტარით საგამოცდო ცენტრების აღჭურვას.
გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

  ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი