კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს ქვეყანაში საწვავის იმპორტი 47-მა კომპანიამ განახორციელა. მათ მიერ იმპორტირებული საწვავის მოცულობამ 1 668 280 000 ლ. შეადგინა.
3 მსხვილი იმპორტიორის წილი ბაზრის იმპორტის დონეზე 44%-ის, 5 მსხვილი იმპორტიორის წილი კი 62%-ის ფარგლებშია. კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, ბაზრის იმპორტის დონე დაბალკონცენტრირებულია.
ამავე პერიოდში, საცალო ბაზარზე 1 238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა. 5 მსხვილი კომპანიის წილი შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე 66-67%-ის ფარგლებშია, ხოლო მცირე ქსელების სეგმენტის ჯამური წილი 33-34% შეადგენს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). 2024 წელს, ქვეყანაში 1 668 280 000 ლ. საწვავის იმპორტი განხორციელდა – კონკურენციის სააგენტო. 25 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/2024-წელს-ქვეყანაში-1-668-280-000-ლ-საწვა/
