ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedშეიცვლება თუ არა პურის ხარისხი?

შეიცვლება თუ არა პურის ხარისხი?

საქართველოში პურის მწარმოებლები ახალ გამოწვევაზე საუბრობენ. მათი თქმით, გაზრდილმა საიმპორტო გადასახადმა, იგივე დამაბალანსებელმა მოსაკრებელმა, რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა, რამაც შესაძლოა, პურის ხარისხზე გავლენა იქონიოს.

უფრო კონკრეტულად, როგორც „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რუსულ ფქვილი პროტეინებით გამოირჩევა, შესაბამისად, ცხობის კარგი თვისებები აქვს. რასაც, მისი თქმით, ადგილობრივზე ვერ ვიტყვით. როგორც მალხაზ დოლიძე აღნიშნავს, მის გამო, რომ პურის მწარმოებლებს რუსული ფქვილის შერევის შესაძლებლობა შეეზღუდათ, ამჯერად გამოწვევა არა ფასი, არამედ პროდუქტის ხარისხია.

„დაახლოებით, 2 წლის წინაც, რუსეთიდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით ფქვილი და მასზე ხელმისაწვდომობაც გვქონდა. მაშინ, ტომარა 45-47 ლარის ფარებში იყო. პურის მწარმოებლებიც ვყიდულობდით, რადგან რუსული ფქვილი გამოირჩევა ცხობის კარგი თვისებებით. მერე გადამამუშავებელი მრეწველობა ფაქტობრივად, გაჩერდა, რადგან ფქვილთან ერთად ხორბალიც შემოდიოდა. ამიტომ, ადგილობრივი წისქვილები რომ ამუშავებულიყო, მათი ხელშეწყობის მიზნით გადაწყდა, შემოეღოთ დამაბალანსებელი მოსაკრებელი. ანუ ისეთი ბალანსი რომ დაეჭირათ – ქართულსაც ემუშავა და მეწარმესაც ჰქონდა არჩევანის შესაძლებლობა.

თავიდან გადაწყდა, რომ ეს დამაბალანსებელი მოსაკრებელი ტომარაზე იქნებოდა 10 ლარი. რუსული ფქვილის ფასი რაც არ უნდა ყოფილიყო, საბაჟოზე 10 ლარი ემატებოდა. ამან იმუშავა, შედეგად, ბიუჯეტმა მიიღო 50 მლნ ლარი. ამასობაში, ქართული წარმოებაც ამუშავდა, ხორბლის გადამამუშავებელიც და ამავე დროს, პურის წარმოებაც ამ ფქვილს [რუსულს] იღებდა შესარევად. შემდეგ ეტყობა, მადა ჭამაში მოდისო, გადასახადი გაზარდეს და ტომარაზე 12.5 ლარი დააწესეს. ესეც მოსათმენი იყო ჩვენთვის და მაშინ ვთქვით, რომ თუ 1 ტომარა ფქვილის ღირებულება არ ასცდებოდა 52 ლარს, პურზე ფასებს არ შევცვლით. შესაბამისად, პურის ფასი „გვეჭირა“. თუმცა, ალბათ, იცით, რომ ფქვილის ღირებულებამ დაიწყო ზრდა, მაგალითად, დღეს საქართველოში 59 ლარამდეა ფასი. ამავე დროს, რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეგვეზღუდა. ამის მიზეზია ის, რომ ეს დამაბალანსებელი მოსაკრებელი ტონაზე 300 ლარზე ავიდა (250 ლარი იყო). გამოდის, 15 ლარი ტომარაზე. რატომ მოემატა, ეს ჩვენთვის და ბევრი მეპურისთვის სრულიად გაუგებარია. ხელმისაწვდომობაც აღარ არის, ამასობაში, აქ დამზადებული ფქვილის ფასი გაიზარდა და ჩვენ კიდევ შერევის [რუსული ფქვილის] საშუალება ფაქტობრივად, აღარ გვაქვს.

  მეცნიერებმა ქალებში "ჩუმი" კიბოს მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს

დამაბალანსებელი იმიტომ ჰქვია, რომ გადაწყვეტილება ჩვენც და ფქვილის მწარმოებლებსაც თანაბარ პირობებში უნდა გვაყენებდეს, ახლა, ფაქტობრივად, ცალი მხარე დარჩა კონკურენციის გარეშე. მეწარმეს როგორც ფასში, ისე ხარისხში უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ან თანხის გაზრდა იყო არასწორი. ან არ იყო ნაფიქრი, ან შეგნებულად ბოროტებაა გაკეთებული პურის მწარმოებლების მიმართ“,- აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.

კითხვაზე, რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობის შემცირება და ფქვილის ფასის ზრდა, აისახება თუ არა პურის ფასზე, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის.

„საუბარი არ არის პურის ფასზე, 10 თეთრით ხომ გაძვირდა უკვე. უფრო სწორად, კი არ გაძვირდა, პურის ფასი დავუბრუნეთ თავის ნიშნულს. თუ გახსოვთ, ღარიბაშვილის პერიოდში, ზეთზე, შაქარზე და ა.შ. ფასები რომ გაიზარდა, ითქვა, მოიჭირეთ ქამრები და იყოს რეალური ფასებიო. მაშინ, მათ შორის, პურის ფასიც შევამცირეთ 10 თეთრით. თუმცა, ფქვილი გაძვირდა და პურს ძველი ფასი დავუბრუნეთ. ანუ, 1 ცალი პურის ღირებულება გახდა დაახლოებით, 1.5 ლარი.

ამიტომ, ფასზე კი არა, ახლა ხარისხზეა საუბარი. რუსულ ფქვილს აქვს კარგი პროტეინი, ანუ წებოგვარა. ქართული ფქვილში ადგილობრივი ხორბალიც არის შერეული და პურის ცხობის თვისებებით არ გამოირჩევა. როგორც იცით, ყაზახეთიდანაც შემოვიდა ხორბალი, მაგრამ რუსულს მაინც ვერ შეედრება ხარისხით. ამიტომ შეიზღუდა პურის მწარმოებელი, რაც სწორად არ მიმაჩნია“,- ამბობს „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე.

უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში პურის ხარისხის გაუარესებას, მალხაზ დოლიძე განმარტავს:

„ხარისხი საკამათო თემაა. მე რომ ვთქვა, ისეთ ხარისხის პურს ვერ მივიღებ, ესენი მეტყვიან, არა, ჩვენ მოგცემთ ისეთი ხარისხის ფქვილს რომ მიიღებო. მაგრამ, მე უნდა მქონდეს ასარჩევი გარემო.

ვინც სახლში აცხობს და დაფასოებულ ფქვილს ყიდულობს, ბევრს უთქვამს კიდეც, რომ ფქვილის ხარისხი ისეთი აღარ არის. რა თქმა უნდა, ჩვენი წარმოებისთვისაც გამოწვევაა და ძალიან გვიჭირს. ამიტომაც ვამბობ, რომ უნდა გვქონდეს არჩევანი“,- ამბობს მალხაზ დოლიძე.

  ერთი ჰოთ-დოგი ჯანსაღი ცხოვრების 36 წუთს გვართმევს - კვლევა

ცნობისთვის, მასობრივი წარმოების ქარხნული პური ქსელურ და საცალო სუპერმარკეტებში 4 მარტიდან 10 თეთრით გაძვირდა. საუბარია, ე.წ მასობრივი წარმოების თეთრ პურზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ პურის გაძვირებას წინ უძღოდა იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაც. მთავრობის დადგენილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გაგრძელდა და თან გაიზარდა. იქამდე, იმპორტირებულ 1 ტონაზე ფქვილზე გადასახადი 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი მარტიდან კი 300 ლარი გახდა.

წყარო

#drpkhakadze

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.