ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესიჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო - რას ითვალისწინებს CMC-ის გეგმა?

ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო – რას ითვალისწინებს CMC-ის გეგმა?

ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო – ინფორმაციას Chiatura Management Company ავრცელებს.

„მაღაროების სრულფასოვანი განახლების, ფინანსური მდგრადობის აღდგენის და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის კომპანია გეგმავს:

1. სრულად უარი თქვას არა-პროფილურ მიმართულებებზე და ამ მხრივ ხარჯები 100%-ით შეამციროს;

2. მოახდინოს ყველა საწარმოო პროცესის ტექნოლოგიურ და ნორმატიულ სტანდარტებთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის:

• სამუშაო აღწერილობის;

• შრომითი პირობების;

• სამუშაო საათების;

• საკვალიფიკაციო მოთხოვნების.

3. საშტატო სტრუქტურისა და პოზიციების დაკომპლექტება მხოლოდ ტექნოლოგიურ პროცესში საჭირო, სათანადო პროფესიის მქონე კადრებითა და აუცილებელი ტექნიკური პერსონალით;

4. ადმინისტრაციასა და მმართველ რგოლში შემცირებას, როგორც რაოდენობრივ ასევე ანაზღაურების ნაწილში;
დასახული ცვლილებები შინაარსობრივად ეხება აბსოლუტურად ყველა დასაქმებულს და მიზნად ისახავს პირველ რიგში წარმოების გადარჩენას, სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას. ამ გზით ჭიათურაში სამთო მოპოვებითი წარმოება რეაბილიტირდება და განვითარებაზე ორიენტირებული გახდება.
რეორგანიზაციის მასშტაბებიდან გამომდინარე პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ. დაცული იქნება სამართლიანობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ განახლებულ საშტატო სტრუქტურაში ყველა პოზიცია თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება CMC ჰოლდინგში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

თანამშრომელთა შერჩევა წარიმართება შიდა კონკურსის სახით და მოიცავს სამ ეტაპს:

1. თანამშრომელთა განაცხადების მიღებას განახლებულ საშტატო პოზიციებზე;

2. თანამშრომელთა ინდივიდუალურ კომისიურ გასაუბრებას;

3. გასაუბრების შედეგების შეჯერებიდან გამომდინარე კონკრეტული თანამშრომლების შერჩევას.
შიდა კონკურსის პირველი ეტაპი: განცხადებების მიღება დაიწყება 24 აპრილიდან და გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში. კონკურსში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის.
მეორე ეტაპზე დაგეგმილია ინდივიდუალური გასაუბრება წარმოდგენილი განცხადებების შესაბამისად, რომელსაც გაუძღვებიან მოწვეული ექსპერტები მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები. გასაუბრების მიზანია თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასება და დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება დასაქმების მსურველის ცოდნა და გამოცდილება შერჩეულ პოზიციას.
იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულის პროფესიული კომპეტენცია ვერ აკმაყოფილებს პროგრამას, კვალიფიკაციის ასამაღლებლად უფასო გადამზადების კურსს შევთავაზებთ, რომლის გავლასაც თანამშრომელი სასურველი მიმართულებით შეძლებს.

  „პასკა 29 ლარიდან 45 ლარზე გავაძვირე, რადგან ყველაფრის ფასი ასტრალშია“ - „ფუსფუსი“

წარმოების განახლებისთვის საჭიროა:

• საწარმოო პროცესების ოპტიმიზაცია;

• ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;

• რესურსების დაზოგვა;

• განახლებული საინჟინრო და ტექნიკური რეგლამენტების დანერგვა;

• მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა;

წარმოების განახლება გეგმის მიხედვით წარიმართება. მაისის ბოლომდე მაღაროები ეტაპობრივად გაიხსნება.
გეგმის მიხედვით, 2026 წლის პირველი იანვრისთვის კომპანიამ უნდა დაძლიოს ფინანსური კრიზისი, აღარ იფუნქციონიროს ზარალზე და დაიწყოს სტაბილური ოპერირება“ – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

წყარო

#drpkhakadze

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.