მედიის ცნობით, ჩეხეთის ქალაქი კრნოვი თითქმის მთლიანად დაიტბორა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩეხეთის ქალაქი კრნოვი თითქმის მთლიანად დაიტბორა. ამის შესახებ მედია ქალაქის მერის მოადგილეზე, მიროსლავ ბინარზე დაყრდნობით წერს.

მერის მოადგილის განცხადებით, ქალაქის დაახლოებით 70-80 პროცენტი წყლით არის დაფარული.

კრნოვი პრაღიდან აღმოსავლეთით, 240 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქში დაახლოებით 23 000 ადამიანი ცხოვრობს.

წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია ვერ განხორციელდა, ამიტომ ადამიანების გადასარჩენად ვერტმფრენები გამოიყენეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

კრიტიკული ვითარებაა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ოპავასა და ოსტრავაში.

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა მოუწოდა მოსახლეობას, დახმარება გაუწიონ მათ, ვინც წყალდიდობამ დააზარალა.

ორშაბათს პრაღაში მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც დაზარალებულთათვის საგანგებო ფინანსური დახმარების საკითხი განიხილება.​​​​​​​​​​​​​​​​

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). მედიის ცნობით, ჩეხეთის ქალაქი კრნოვი თითქმის მთლიანად დაიტბორა. 16 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მედიის-ცნობით-ჩეხეთის-ქა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi