საფრანგეთში 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
თურქეთში „ინსტაგრამი“ დაბლოკეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობას აუკრძალავს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას ევროკავშირი კოლექტიურად არ მიიღებს.

ამ თემაზე მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა, როდესაც ქალაქ ნოჟან-სიურ-მარში სკოლის თანამშრომელზე მოსწავლის თავდასხმაზე აკეთებდა კომენტარს. მაკრონს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა შესაბამისი გადაწყვეტილება მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა მიიღოს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ამას საფრანგეთში გავაკეთებთ. მეტს ვეღარ დავიცდით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

10 ივნისს ნოჟან-სიურ-მარში 14 წლის მოსწავლე სკოლის თანამშრომელს დანით დაესხა თავს. ქალი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მოზარდის მოტივების შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საფრანგეთში 15 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ. 11 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საფრანგეთში-15-წლამდე-ბავშ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi