„ჰამასმა“ 20-ვე გადარჩენილი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ეს ორ ეტაპად მოხდა. თავიდან „ჰამასმა“ წითელ ჯვარს 7 მძევალი გადასცა, შემდეგ კი დარჩენილი 13. ისრაელის მხარისთვის გადაცემის შემდეგ მძევლები სამედიცინო შემოწმებას გადიან, მერე კი ახლობლებს ხვდებიან.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე გათავისუფლებულის ფოტოც გამოაქვეყნეს.
შემდეგ ეტაპზე ისრაელში ტყვეობაში დაღუპული 27 მძევლის ცხედარს მიიღებენ. ისრაელს ასევე გადაეცემა 2014 წელს მოკლული ჯარისკაცის ნეშტი.
Sheni Network
შეთანხმების მომდევნო ეტაპი ისრაელში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ციხეებიდან 2 ათასამდე პალესტინელს გაუშვებენ.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „ჰამასმა“ 20-ვე ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%90-20-%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%94/
sheniekimi.ge/ambebi

