ტრამპმა რუსეთის ქმედებებს ამაზრზენი უწოდა – „არ ვიცი, აწუხებს თუ არა ეს პუტინს, არ ვიცი, ექნება თუ არა ამას ეფექტი, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ“

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 31 ივლისის ღამეს კიევზე განხორციელებული რუსული თავდასხმა დაგმო, რომლის შედეგადაც, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. ტრამპმა რუსეთის ქმედებებს ამაზრზენი უწოდა.

„რუსეთი, ვფიქრობ, რასაც ისინი აკეთებენ, ამაზრზენია. ეს ბაიდენის ომია და არა ჩემი. ვფიქრობ, ის, რასაც რუსეთი აკეთებს, ძალიან სამწუხაროა. ბევრი რუსი იღუპება, უფრო მეტი რუსი იღუპება. უკრაინელები იღუპებიან“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

გარდა ამისა, ამერიკელმა ლიდერმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.

„ჩვენ სანქციებს დავაწესებთ. არ ვიცი, აწუხებს თუ არა ეს მას [პუტინს]. სანქციებზე, ტარიფებსა და სხვა საკითხებზე ყველაზე მეტი ვიცი. არ ვიცი, ექნება თუ არა ამას ეფექტი, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ტრამპმა რუსეთის ქმედებებს ამაზრზენი უწოდა – „არ ვიცი, აწუხებს თუ არა ეს პუტინს, არ ვიცი, ექნება თუ არა ამას ეფექტი, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ“. 1 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტრამპმა-რუსეთის-ქმედებებ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T18:31:36+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi