შაბათი, მაისი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაGood Governance in tobacco control-ი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააძლიეროს თამბაქოს კონტროლი და...

Good Governance in tobacco control-ი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააძლიეროს თამბაქოს კონტროლი და აღკვეთოს ინდუსტრიის ჩარევა

თამბაქოს ინდუსტრიის გლობალური ჩარევის ინდექსი 2025-ის თანახმად, საქართველომ 87 ქულა (100-დან) დააგროვა, რითაც კვლავ ლიდერობს ქვეყნებს შორის, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკაზე თამბაქოს ინდუსტრიის (TI – თამბაქოს ინდუსტრია) გავლენა მზარდია.

ინდექსი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ბოლომდე არ ასრულებს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) 5.3 მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს.

• პარლამენტთან, ძირითად სამინისტროებსა (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა) და ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან თამბაქოს ინდუსტრიის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გავლენა პოლიტიკის შემუშავებაზე.

• 2018 წლისთვის დაგეგმილი, სადა შეფუთვის კანონის ამოქმედება ინდუსტრიის აქტიური ლობირების შედეგად არაერთხელ გადაიდო და მხოლოდ  2025 წლის 1 აპრილიდან გახდა შესაძლებელი.

• 2024 წლის მაისში აქციზის 50 პროცენტიანი გადასახადი შეამცირეს ნედლ თამბაქოზე, ჩილიმზე, სნუსსა და საღეჭ თამბაქოზე.

• თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვის მიუხედავად, TI აქტიურად აფინანსებდა ღონისძიებებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) საფარქვეშ. Philip Morris International-მა (PMI) დააფინანსა მინიმუმ 10 სემინარი სამედიცინო პროფესიონალებისთვის, სადაც „თამბაქოს ზიანის შემცირების“ საბაბით გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების (HTP) და ელექტრონული სიგარეტების პოპულარიზაციას ეწეოდნენ.

• 2023-2025 წლებში მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ძირითადი მინისტრები, რეგულარულად ხვდებოდნენ TI-ის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა. ამ შეხვედრების დღის წესრიგი, ჩანაწერები და შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია, რაც ჯანმო-ს FCTC-ის 5.3 მუხლს არღვევს.

• ქვეყანას აკლია რეგულაციები TI-დან პოლიტიკური შენატანების აკრძალვისა და გამჟღავნების მოთხოვნის შესახებ. არ არსებობს მექანიზმები ოფიციალურ პირებსა და TI-ს შორის ინტერესთა კონფლიქტების მონიტორინგისა და პრევენციისთვის, რაც ქმნის პოლიტიკის შემუშავებაზე არასათანადო გავლენის რისკს.

ინდექსის ავტორები  საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ განახორციელოს ზომები ჯანმო-ს FCTC-ის 5.3 მუხლის შესასრულებლად:

1. მიიღოს 2018 წელს წარდგენილი დადგენილება, რის შედეგადაც თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა დაცული იქნება და საჯარო მოხელეებსა და TI-ს შორის კომუნიკაცია გამჭვირვალე გახდება.

2. შეიქმნას კოდექსი, რომელიც აკრძალავს TI-დან საჩუქრებისა და ნებისმიერი სახის მხარდაჭერის მიღებას.

  საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად თბილისის ექვს რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ

3. მოსთხოვოს TI-ს, გაამჟღავნოს მონაცემები მარკეტინგული ხარჯების, ლობირების აქტივობების, პოლიტიკური შენატანების, შემოსავლების და CSR პროგრამების შესახებ და ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს.

4. აიკრძალოს პოლიტიკური შენატანები TI-დან პოლიტიკურ პარტიებში, კამპანიებსა და კანდიდატებში, და შეიქმნას ინტერესთა კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმები.

ინდექსის მიერ დაფიქსირებული მაღალი ქულა გადაუდებელი ზომების აუცილებლობას ქმნის. საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა და დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკა თამბაქოს ინდუსტრიის მავნე ჩარევისგან.

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.