იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე „ჩელენჯერის“ სერიის საერთაშორისო ტურნირზე „კინოშიტას თასი – 2025″ სპორტული წყვილების პროგრამაში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მათ მოკლე პროგრამა 75,32 ქულით დაასრულეს, თავისუფალ პროგრამაში კი 137, 58 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის ჯამში 212,90 ქულით ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. წყვილმა ახალ სეზონში ახალი პროგრამით პირველად იასპარეზა.
სპორტსმენები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი წყვილი საერთაშორისო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია. 7 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ფიგურულ-მოციგურავეთა-ქარ/
