შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისი„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი–ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი–ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ახალი საერთაშორისო მიმართულება ამოქმედდა — ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლისკენ პირველი პირდაპირი რეისი უკვე შეასრულა.

ავიაკომპანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ფორლის მიმართულებით ფრენებს კვირაში ერთხელ — ყოველ ხუთშაბათს განახორციელებს.

ფრენის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური ღონისძიება გაიმართა. გახსნის ცერემონიას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ლებანესე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, TAV Georgia-სა და „ჯორჯიან ეარვეისის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

ლევან მოსეშვილის განცხადებით, ზუსტად ორ დღეში თბილისი პირდაპირი საჰაერო გზით რომსაც დაუკავშირდება, ხოლო ჯამში, „ჯორჯიან ეარვეისი“ იტალიის სამ მიმართულებაზე იფრენს კვირაში 6 სიხშირით.

„ამ ფონზე, განსაკუთრებით სასიამოვნოა ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ კიდევ უფრო გააქტიურება. ორი ახალი მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კვირაში 1 სიხშირით, ავიაკომპანია დღეიდან, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იტალიის სამედიცინო კურორტ ფორლის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 26 აპრილიდან თბილისი კვირაში ორი სიხშირით რომს დაუკავშირდება.“, — განაცხადა მოსეშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ფორლი იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული სამედიცინო კურორტია, რომელიც ევროპული სტანდარტის თერმულ სერვისებს, რეაბილიტაციის პროგრამებსა და სპა-ცენტრებს სთავაზობს ვიზიტორებს.

„ჯორჯიან ეარვეისი“ ამ ეტაპზე ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს და განაგრძობს ქსელის გაფართოებას. ავიაკომპანია ფრენებს დღის საათებში ახორციელებს, რაც განსაკუთრებულად კომფორტულია მგზავრებისთვის.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  სხვამ არ უნდა დაგასწროს შენი ცუდი საქციელის დანახვა - ნიკუშა შენგელაია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი