ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი 24-25 აპრილს, თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის, ზურაბ წერეთლის ცხედარი მოსკოვიდან თბილისში უკვე გადაასვენეს — ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში განაცხადეს, ცხედარი უკვე თბილისშია, თუმცა ამ ეტაპზე მუზეუმში ჯერ არ არის დასვენებული.

23 აპრილს მოსკოვის ცენტრში, ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა საზეიმო გამოსამშვიდობებელი ცერემონია.

თბილისში, სამოქალაქო პანაშვიდი 24 და 25 აპრილს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩატარდება (მისამართი: რუსთაველის გამზირი №27).

- Advertisement -
Ad imageAd image

დაკრძალვა 26 აპრილს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გაიმართება — წერეთლის ნეშტი მის მეუღლეს, ინესა ანდრონიკაშვილს გვერდით მიაბარეს.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში, 22 აპრილს, მოსკოვში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი 24-25 აპრილს, თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. 24 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ზურაბ-წერეთლის-სამოქალაქ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi