„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი–ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ახალი საერთაშორისო მიმართულება ამოქმედდა — ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლისკენ პირველი პირდაპირი რეისი უკვე შეასრულა.

ავიაკომპანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ფორლის მიმართულებით ფრენებს კვირაში ერთხელ — ყოველ ხუთშაბათს განახორციელებს.

ფრენის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური ღონისძიება გაიმართა. გახსნის ცერემონიას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ლებანესე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, TAV Georgia-სა და „ჯორჯიან ეარვეისის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

ლევან მოსეშვილის განცხადებით, ზუსტად ორ დღეში თბილისი პირდაპირი საჰაერო გზით რომსაც დაუკავშირდება, ხოლო ჯამში, „ჯორჯიან ეარვეისი“ იტალიის სამ მიმართულებაზე იფრენს კვირაში 6 სიხშირით.

- Advertisement -
Ad imageAd image

„ამ ფონზე, განსაკუთრებით სასიამოვნოა ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ კიდევ უფრო გააქტიურება. ორი ახალი მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კვირაში 1 სიხშირით, ავიაკომპანია დღეიდან, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იტალიის სამედიცინო კურორტ ფორლის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 26 აპრილიდან თბილისი კვირაში ორი სიხშირით რომს დაუკავშირდება.“, — განაცხადა მოსეშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ფორლი იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული სამედიცინო კურორტია, რომელიც ევროპული სტანდარტის თერმულ სერვისებს, რეაბილიტაციის პროგრამებსა და სპა-ცენტრებს სთავაზობს ვიზიტორებს.

„ჯორჯიან ეარვეისი“ ამ ეტაპზე ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს და განაგრძობს ქსელის გაფართოებას. ავიაკომპანია ფრენებს დღის საათებში ახორციელებს, რაც განსაკუთრებულად კომფორტულია მგზავრებისთვის.

 

 

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი–ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო. 24 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯორჯიან-ეარვეისმა-თბილ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Intern .NET Developer

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Engineering Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Affiliate Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Developer (.NET)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Media Buyer (In-App / iGaming)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-21T17:50:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi