„თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ გაზის სისტემის შეცვლასა და მონტაჟზე მხოლოდ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს მიმართონ. კომპანიის განცხადებით, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მცდარად განხორციელებულმა მონტაჟმა მთელი კორპუსი გაზის გარეშე დატოვა.
როგორც კომპანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ერთ-ერთ კორპუსში ხელოსანმა წყლის მილი გაზის მილს დააერთა, რის შედეგადაც წყალი მოხვდა გაზგაყვანილობის სისტემაში. შედეგად, დაზიანდა მილის მონაკვეთები და სრულიად შეწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება მეზობლებისთვისაც.
კომპანიის გაფრთხილებაში ვკითხულობთ:
„თბილისში, „ყველაფრის მცოდნე“ ხელოსანმა წყლის მილი გაზის მილს დააერთა, სისტემაში წყალი შეუშვა და სამეზობლო გაზის გარეშე დატოვა.”
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია