„ხელოსანმა წყლის მილი გაზის მილს დააერთა და სამეზობლო გაზის გარეშე დატოვა“ — რას წერს „თბილისი ენერჯი“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ გაზის სისტემის შეცვლასა და მონტაჟზე მხოლოდ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს მიმართონ. კომპანიის განცხადებით,  დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მცდარად განხორციელებულმა მონტაჟმა მთელი კორპუსი გაზის გარეშე დატოვა.

როგორც კომპანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ერთ-ერთ კორპუსში ხელოსანმა წყლის მილი გაზის მილს დააერთა, რის შედეგადაც წყალი მოხვდა გაზგაყვანილობის სისტემაში. შედეგად, დაზიანდა მილის მონაკვეთები და სრულიად შეწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება მეზობლებისთვისაც.

კომპანიის გაფრთხილებაში ვკითხულობთ:

„თბილისში, „ყველაფრის მცოდნე“ ხელოსანმა წყლის მილი გაზის მილს დააერთა, სისტემაში წყალი შეუშვა და სამეზობლო გაზის გარეშე დატოვა.”

- Advertisement -
Ad imageAd image

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ხელოსანმა წყლის მილი გაზის მილს დააერთა და სამეზობლო გაზის გარეშე დატოვა“ — რას წერს „თბილისი ენერჯი“. 11 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ხელოსანმა-წყლის-მილი-გა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi