თითქმის ერთი თვეა ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს უშედეგოდ ეძებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს, თურმე კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება.
მშოვლები უბედურ შემთხვევას და ამბის ცუდ დასასრულს გამორიცხავენ, ვარაუდობენ, რომ ალექსანდრეს სესაძლოა ჰყავდეს ხელძემწყობი, ვინც დამალვაში ეხმარება.
დაკარგული მოზარდის დედამ შვილთან ბოლო საუბარიც გაიხსენა:
“მითხრა რომ – დე, ფული არ მჭირდება მე. წინა ღამეს გვიან დამირეკა, საუბრისას მითხრა, მოგწერ რაღაცასო. ხმამაღლა არ უნდოდა, ალბათ რომ ეთქვა და მომწერა, რომ – დე, თავისუფლად მინდა ვიყო, შენთან თავისუფლად ვარ, აქ ვერ ვარ თავისუფლად.” – ამბობს ნათია დიაკვნიშვილი, ალექსანდრეს დედა.